Accentnews.ge
სააკაშვილი: "არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამლვაზე"

სააკაშვილი: "არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამლვაზე"

21/11/2022 06:46:38 პოლიტიკა

"არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ საკითხზე სპეკულაციები უადგილოა.

„მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის: 20 ნომებერს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია:

"ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები, რომლებიც არის აღმოჩენილი კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ეს არის საფუძველი, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება“.

მანამდე, იგივე ეჭვი ექს–პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გამოთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S