ჩავუშოღლუ: "ხერსონში ჩარჩენილი თურქი მესხები რუსეთისა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩაიყვანეს"
21/11/2022 09:09:42 პოლიტიკა
"ომის დროს ხერსონში ჩარჩენილი თურქი მესხები რუსეთისა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩაიყვანეს", – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინიდან მათი გამოყვანა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა.
„ჩვენი 88 თურქი მესხი ძმა, რომლებიც უკრაინის ქალაქ ხერსონში იყვნენ ჩარჩენილი, ჩვენი ინიციატივით ჩამოიყვანეს თურქეთში რუსეთისა და საქართველოს გავლით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშობლოში! სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მუდამ ჩვენს თურქ მესხ ძმებთან ვართ და მათ გვერდით ვიქნებით!“ – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ სოციალურ ქსელში.


