სარჯველაძე – ომბუდსმენობის კანდიდატების შესახებ: "გადავწყვიტეთ, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ"
21/11/2022 09:44:20 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კომიტეტი მხარს დაუჭერს ომბუდსმენობის ყველა კანდიდატს ვინც პროცესში მონაწილეობა მიიღო.
„პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, გადავწყვიტეთ, ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ”,- განაცხადა სარჯველაძემ სხდომის დაწყებამდე.
დღევანდელ სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ სახალხო დამცველის თანადმებობაზე ასარაჩევად წარმდგენილი კანდიდატების შესახებ დასკვნას.
საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო სახალხო დამცველობის 19 კანდიდატი. მათგან მოუსმინეს ომბუდსმენობის მსურველ 17 კანდიდატს. გასაუბრების შემდეგ ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ მოხსნა კანდიდატურა. კანდიდატურა მოხსნა ასევე კიდევ ერთმა კანდიდატმა – ნიკოლოზ ნიკოლაძემ. „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელმა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა კი განაცხადა, რომ ის კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა გასაუბრებაზე პარლამენტში არ მივიდა.


