Accentnews.ge
რას ითვალისწინებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი

რას ითვალისწინებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი

21/11/2022 10:35:53 პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც ბიუროს წარუდგენს.

ლევან ბეჟაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე 3 პირობას, ზეგავლენა აქვს საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

  • პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;
  • მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;
  • პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;
  • წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
  • პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი.
  • სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის სარჩელის საფუძველზე;

ოლიგარქთა და დაკავშირებულ პირთა რეესტრს აწესრიგებს იუსტიციის მინისტრი.

"ასევე განსხვავებული მახასიათებელი პროექტის არის ის, რომ ოლიგარქის სტატუსის მინიჭება უკავშირდება არა რომელიმე პოლიტიკურ და სახელისუფლებო ორგანოს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს. პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური შინაარსისგან და ოლიგარქის სტატუსის მინიჭება და ოლიგარქიული ნიშნების დადგენა უნდა იყოს იურიდიული სამართლებრივი სამართალწარმოების საფუძველი, ამიტომ შევთავაზეთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეების განხილვის მოდელი. ამ პროექტს სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ვინაიდან უფლებრივ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული ოლიგარქის სტატუსის მინიჭება, ჩვენი აზრით, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ამ უფლებრივ შეზღუდვებზე საუბარი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოდელის შემოღება ამ პროცესს გაათავისუფლებს პოლიტიკური კონიუნქტურისგან, პოლიტიკური შინაარსისგან, დაპირისპირებისგან და იქნება წმინდა სამართლებრივი პროცესი", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვინ უჭერს/არ უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობის" კანონპროექტს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს „ქართული ოცნება“, რომლის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა სულ მალე დასრულდება პარლამენტში.

რაც შეეხება ოპოზიციას, „გირჩმა“ განაცხადა, რომ პარტია არც ერთ კანონპროექტს არ დაუჭერს.

პარტია "საქართველოსთის" არ აპირებს, მხარი დაუჭიროს ისეთ კანონპროექტს, რომელიც არ არის სისტემური და ერთი პირის ოლიგარქად ცნობაზეა მორგებული. პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ „ოცნების“ პროექტი ეხება ყველას, გარდა ივანიშვილისა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" – ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული".

„სტრატეგია აღმაშენებელი“ აცხადებს, რომ „აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპირების“ ფონზე ენმ–ის კანონპროექტის აღსრულების პრობლემას ხედავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S