Accentnews.ge
"ქართული ოცნების" დეპუტატი – გიორგი მიქაუტაძეს –“სახლი გამიყიდეს თქვენი გადაწყვეტილებით"

"ქართული ოცნების" დეპუტატი – გიორგი მიქაუტაძეს –“სახლი გამიყიდეს თქვენი გადაწყვეტილებით"

22/10/2019 10:10:40 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მის მიერ 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილება გაახსენა.

“მე სახლი გამიყიდეს თქვენი გადაწყვეტილებით. თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს კარგად გვახსოვს. როდესაც ბრალდება მტკიცებულებად აყენებდა საბანკო ამონაწერს, რომ პირმა თანხა გადარიცხა სხვაგან, ეს მიიღეთ როგორც უტყუარი მტკიცებულება. ამ დროს, მხარემ როდესაც წარმოადგინა საბანკო ამონაწერი, რომ მას ჰქონდა ეს თანხა და ხუთჯერ მეტი, ვიდრე ბრალმდებელი ედავებოდა, თქვენ ეს მტკიცებულებად არ მიიღეთ. ბრალად მიყენებდნენ, რომ 35 000 გადავრიცხე, მოგიტანეთ დოკუმენტი, რომ 60 000 დოლარზე მეტი მქონდა საბანკო ანგარიშზე და დამაჯარიმეთ 177 000 ლარით დამაჯარიმეთ. რითი იხელმძღვანელეთ, ჩემი მტკიცებულება რატომ არ მიიღეთ მტკიცებულებად? 7 წუთი მქონდა იმ დროს, რომ არგუმენტი მეთქვა და თქვენ არ გზღუდავთ პასუხში”, – მიმართა ბუკიამ მიქაუტაძეს.

პასუხად გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იმჟამად კანონის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მისივე თქმით,  მისი დასაბუთება მითითებულია გადაწყვეტილებაში. 

ცნობისთვის: 2012 წელს საქართველოს კონტროლის პალატამ მიმართა სასამართლოს „ქართული ოცნების“ შემომწირველი 17 პირის დაჯარიმების მოთხოვნით, მათ მიერ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო. ჩვიდმეტივე პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, მათთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო რაოდენობამ კი 1 202 000 ლარი შეადგინა. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე იყო.

"დაცვის მხარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ უკანონო შემოწირულობის განხორციელება უნდა განხილულიყო არა როგორც ადმინისტრაციული, არამედ როგორც სისხლისსამართლებრივი ხასიათის ქმედება. შესაბამისად, მოქალაქეებს კი არ უნდა დაკისრებოდათ მტკიცების ტვირთი, რომ მათ ნამდვილად გააჩნდათ შესაბამისი თანხები და განახორციელებდნენ შემოწირულობებს, არამედ სახელმწიფო ორგანოებს უნდა ემტკიცებინათ, რომ მათ ეს თანხები ვერ ექნებოდათ საკუთრებაში. თუმცა, გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა ამ საკითხზე. მოსართლეთა პორტფოლიოებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის შეფასებით, საქმის მასალების გაცნობის გარეშე, დაინტერესებული მკითხველი გადაწყვეტილებიდან საერთოდ ვერ გაიგებს, რომ დაცვის მხარე ამ საკითხზე დავობდა. მოსამართლეს არ გამოუყენებია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, კანონის კონსტიტუციურობის შესაფასებლად შუამდგომლობით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ამასთან დაკავშირებით, არანაირი მსჯელობა გადაწყვეტილებაში არ გვხვდება. მოსამართლემ მხოლოდ ერთი დღე მისცა პირებს სასამართლო განხილვისთვის მტკიცებულებების შესაგროვებლად და შესაბამისი არგუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად. სასამართლო სხდომა რამდენიმე საათი უწყვეტად მიმდინარეობდა, ხოლო სხდომის გადადების და შესვენების გამოცხადების შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა", ნათქვამია ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S