Accentnews.ge
ზურაბიშვილმა კვლავ განმარტა, რატომ არ იწყალებს სააკაშვილს

ზურაბიშვილმა კვლავ განმარტა, რატომ არ იწყალებს სააკაშვილს

21/11/2022 12:27:51 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ იწყალებს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. როგორც მან BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, მას არ სურს პოლარიზაციის გაღრმავების ინსტრუმენტად იქცეს, თუმცა ასევე არ სურს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს, ამიტომ "ყურადღებით აკვირდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგს".

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ":

„მე არ მაქვს ეს ძალაუფლება ძალიან მარტივი მიზეზით, მისთვის სასჯელის მისჯის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მას ჯერ კიდევ ასამართლებენ. ასეთი კანონია საქართველოში, რომ შეწყალება შეიძლება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება“.

კითხვაზე, „შეიწყალებდით სააკაშვილს, როდესაც ყველაფერი დასრულდება?“, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი აღნიშნა:

"მე საკმაოდ ვრცლად ავხსენი საქართველოში, რატომ არ შევიწყალებ მას, რადგანაც ეს არის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. მისი რეჟიმის დროს მცხოვრები ოჯახებიდან ერთსაც კი ვერ იპოვით, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ყოფნა. ამიტომ მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად. მეორეს მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექს–პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. დღეს საერთაშორისო სამედიცინო გუნდის კიდევ ერთ დასკვნას ველოდებოდი, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მას მიეცეს საშუალება დამატებითი შემსუბუქების საავადმყოფოში, სადაც ის ექვსი თვეა, არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S