Accentnews.ge
რა წერია NATO–ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში საქართველოს შესახებ

რა წერია NATO–ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში საქართველოს შესახებ

21/11/2022 16:47:37 პოლიტიკა

მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოზეც არის საუბარი,– იუწყება საქართველოს პირველი არხის საკუთარ ჟურნალისტზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ რეზოლუციაში არის დაჟინებული მოწოდება ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტებისთვის, მოახდინონ დროული იმპლემენტაცია სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტებისა, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის.

რეზოლუციაში სახელწოდებით „ნატო-ს ახალი სტრატეგიული ერა“, წერია, რომ კვლავ ადასტურებს, როგორც უკრაინის, ისე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

„ერთსულოვნად მიესალმება ნატო-ში გაწევრიანებისთვის ფინეთისა და შვედეთის მიპატიჟებას, რომლებიც უკვე თითქმის ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის მიერაა რატიფიცირებული, რომელიც მთლიანობაში გააძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს ნატო-ს ღია კარი პოლიტიკისა და უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას.

დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოწყვლადი პარტნიორებისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის, რათა აღმოუჩინონ დახმარება მედეგობის გაძლიერებაში, მათი პოტენციალის განვითარებასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში. ასევე, გააგრძელონ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ამავე რეზოლუციაში წერია: „დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ღიად განაცხადონ, რომ რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა მოქმედი ხელისუფლების პირობებში“.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თეონა აქუბარდიამ რეზოლუციების შეფასებისას რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას გაუსვა ხაზი:

  • რუსეთი მოხსენიებულ იქნა ტერორისტულ სახელმწიფოდ;
  • ტექსტში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერაა დაფიქსირებული და ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზეა საუბარი.

„მადრიდის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავისი არსით უპრეცედენტო იყო, რამდენადაც რუსეთი მოხსენიებულ იქნა, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, რასაც პრეცედენტი აქამდე არ ჰქონია და ეს უკავშირდება რუსეთის იმ აგრესიულ ომს, რომელსაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა, არის ომის დანაშაულები, გენოციდი, თავდასხმები ენერგოსექტორზე, რომელიც ძალიან ძიმე მდგომარეობაში აყენებს უკრაინელ ხალხს. ცალსახად მხარდაჭერაა ნატო-ს წევრებისა და პარტნიორების მხრიდან უკრაინის მიმართ და ის ერთიანობა აუცილებლად განაპირობებს უკრაინის გამარჯვებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არის, რამდენადაც ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოდან, რომელიც შემდგომში გრძელდება უკრაინაში და ეს იყო ცალსახად აღნიშნული ნატო-ს გენერალური მდივნის მხრიდან.

უმნიშვნელოვანესია ნატო-ში გაწევრიანების ის შესაძლებლობა, რომელიც ბუქარესტის სამიტიდან გვაქვს საქართველოს და უკრაინას, ღია კარის პოლიტიკის კოტექსტში უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხაზგასმა ასევე ხელშესახები შედეგია. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა, ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება არის ის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს დელეგაცია ვბრუნდებით ჩვენს სახლში. ეს საკითხები მნიშვნელოვანია და უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, არის საქართველოს მხარდაჭერაც. რუსეთის აგრესია დაგმობილია როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოსა და მოლდოვაში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტშიც, სადაც საქართველო და უკრაინა, როგორც ნატო-ს პარტნიორები, ვთანამშრომლობთ, საქართველოს მოხსენიება არის ის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, რათა ერთი მხრივ, საქართველო იყოს დაცული რუსეთის აგრესიისგან, მეორე მხრივ, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, რაც აუცილებლად მოხდება მას შემდეგ, რაც დადგება საქართველოს წევრობის შესაძლებლობა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S