Accentnews.ge
დეგანანი: "დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ძალიან კარგი რჩევაა, ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება სასარგებლო იქნება"

დეგანანი: "დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ძალიან კარგი რჩევაა, ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება სასარგებლო იქნება"

22/11/2022 09:14:12 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ძალიან კარგი რჩევაა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი რჩევა, რომელიც მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს ძალიან კარგი რჩევაა. ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, შემდგომ გამოიწვიეს. შესაბამისად, ვენეციის კომისიასთან არ არის მოთხოვნა არცერთი კანონის განხილვასთან დაკავშირებით, არც საქართველოდან, არც უკრაინიდან. ეს არის კანონის ახალი სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე“, -განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა საქართველოს მთავრობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ურჩია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S