Accentnews.ge
დეგნანი: "არ მსურს, კომენტარი გავაკეთო კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ იგი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში"

დეგნანი: "არ მსურს, კომენტარი გავაკეთო კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ იგი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში"

22/11/2022 09:19:36 პოლიტიკა

"არ მსურს, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ იგი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს დევიდ კრამერის იმ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს“.

კელი დეგნანის თქმით, "დევიდ კრემერს აინტერესებს საქართველოს წარმატება":

„ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მსურს, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S