Accentnews.ge
საერთაშორისო არენაზე მთავრობის წევრთა და მოსამართლეთა სანქცირებაზე მუშაობას ვიწყებთ - ნათელაშვილი

საერთაშორისო არენაზე მთავრობის წევრთა და მოსამართლეთა სანქცირებაზე მუშაობას ვიწყებთ - ნათელაშვილი

22/11/2022 12:04:03 პოლიტიკა

„დღეიდან „ლეიბორისტულ პარტიაში“ იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, მთავრობის წევრთა და სასამართლოს ყველა მოსამართლის, 340 მოსამართლის, პლუს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დასანქცირებაზე მუშაობას“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

„დასანქცირება გულისხმობს იმას, რომ მათ გაეყინებათ შიდა და საერთაშორისო ანგარიშები, ჩამოერთმევათ ქონება, რომელიც შეიძინეს საზღვარგარეთის „ფეშენ“ ადგილებში და ასევე „გამოძუვდებიან“ კარგად მოწყობილი მათი ოჯახის წევრები უცხოეთის პრესტიჟული დაწესებულებებიდან და ქალაქებიდან.[...]

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციების პროცესი არ შეეხოს ქართველ ხალხს, არ მოაკლდეს ისედაც რეჟიმისაგან გამწარებულ ხალხს არცერთი ცენტი იმ დახმარებისგან, რომელსაც ჩვენ უხვად ვიღებთ საერთაშორისო და ივანიშვილის მიერ დაგმობილი ცენტრებიდან, ჩვენი მეგობრებიდან და პარტნიორებიდან“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S