ხაბეიშვილი – მელიას განცხადების თაობაზე: „იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე“
22/11/2022 15:46:57 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რომ მოიმხროს ყველა, ვინც ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში დაეხმარება.
„მე დღეს ვიმყოფები სასამართლოში და დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით. ბრძოლაში ვერ ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, რუხაძესთან და ამ კრიმინალებთან. ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. მოვუწოდებ ყველას ერთობისკენ, ჩვენი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემს უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი არმია. როდესაც ამბობენ, ხაბეიშვილს ეს უჭერს მხარს? ძალიანაც გავლენიანი ყოფილა ხაბეიშვილი თუ ყველა მხარს უჭერს. დარწმუნებული ვარ და გავაკეთებ ყველაფერს, მოვიმხრო აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯერ კიდევ არ მემხრობა რუს ოლიგარქთან ბრძოლაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა საუბარი იმაზე, ვინ დგას პარტიაში მიმდინარე მოვლენების უკან.


