Accentnews.ge
რა კანონპროექტები გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში

რა კანონპროექტები გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში

22/11/2022 16:39:45 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის ცვლილებები შემდეგ კანონებშია წარდგენილი: საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, – აღნიშნულია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოს მთავრობას "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ურჩია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S