ფოტიგა: "ქსელი, რომელიც ცდილობს, საქართველო "რუსკი მირის" გავლენის ქვეშ ამყოფოს, უნდა გამოაშკარავდეს"
22/11/2022 18:34:55 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ "ქსელი, რომელიც ცდილობს, საქართველო "რუსკი მირის" გავლენის ქვეშ ამყოფოს, უნდა გამოაშკარავდეს".
"საქართველო ეკუთვნის კოლექტიურ დასავლეთს. ქსელი, რომელიც ცდილობს, ქვეყანა "რუსული სამყაროს" გავლენის ქვეშ ამყოფოს, უნდა გამოაშკარავდეს. ჩვენ სათანადოდ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია", – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.


