Accentnews.ge
დეკანოიძე განმარტავს, მისი შთაბეჭდილებით რა ჭრილში განიხილება საქართველოს საკითხი აშშ–სა და ბრიუსელში

დეკანოიძე განმარტავს, მისი შთაბეჭდილებით რა ჭრილში განიხილება საქართველოს საკითხი აშშ–სა და ბრიუსელში

22/11/2022 21:01:59 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე, რომელმაც ბრიუსელსა და აშშ–ში პარტნირებთან შეხვედრები გამართა, განმარტავს, მისი შთაბეჭდილებით რა ჭრილში განიხილება საქართველოს საკითხი აშშ–სა და ბრიუსელში.

მას სამი საკითხი დაასახელა.

"მინდა, ჩემი შთაბეჭდილება გითხრათ იმის თაობაზე, რა ჭრილში განიხილება საქართველოს საკითხი. პირველი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის პრობლემა არა მხოლოდ დემოკრატიისთვის საქართველოში, არამედ უკრაინის გამარჯვებისთვის. ბიძინა ივანიშვილს თუ შევხედავთ მარტო დემოკრატიის ჭრილში საქართველოში, მაშინ შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ ეს მარტო საქართველოს შიდა პრობლემაა. ეს არის პრობლემა, რომელიც ზოგადად უსაფრთხოების სარტყელს არღვევს უკრაინის გარშემო. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა უკრაინელებიც ეთანხმებიან. ამიტომ დეოლიგარქიზაციის კანონზეც აღარაა აქ საუბარი, საუბარია უკვე იმაზე, რომ იგი რეგიონისთვის გახდა საფრთხე. ამაზე მუშაობას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან.

მეორე არის პოლიტიკური პატიმრების თემა. მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერზე თანხმდება ყველა, ხელისუფლებას პირდაპირ კომუნიკაციებში ეუბნებიან, რომ სააკაშვილის ტრანსფერი არის ერთ–ერთი უპირობო, რაც უნდა შეასრულოს. შარშან ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხედვები იყო ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ წელს უკვე ყველა ჩვენი პარტნიორი ერთხმად აცხადებს, რომ მისი ტრანსფერი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აუცილებელია. გარდა ამისა, სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობს თაობაზე დასკვნის საფუძველზე ჩვენი პარტნიორები აპირებენ მოსმენის გამართვას. ასევე ნიკა გვარმიასთან დაკავშირებით დიდი წუხილია და შეწყალების მექანიზმი ერთ–ერთი უპირველესია მის გასათავისულებლად. მიშელის ოფისში და ჰელსინკის კომისიაშიც იყო ამაზე საუბარი. დიახ ნიკა უნდა გათავისუფლდეს და საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, თუ უნდა რომ სტატუსის შესახებ რაიმე პოზიტიური შემოიტანოს, მაშინ მან გვარამია უნდა შეიწყალოს. ეს ჩემი მყარი პოზიცია იყო ყოველთვის.

მესამე საკითხი ეხება ევრორეკომენდაციებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ამ მოეწონა ევროკიმისარ ოლივერ ვარჰეის განცხადება, მის ოფისში ყველამ იმ ადამიანის, ვინც მუშაობს საქართველოზე, პოზიციაა, რომ 12 პუნქტი დღის წესრიგიდან არ ჩამოვა არასოდეს, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით", – განაცხადა დეკანოიძემ "მთავარი არხის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S