Accentnews.ge
მელია: "19 წლის წინ მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა, სწორედ ეს ვერ აპატიეს"

მელია: "19 წლის წინ მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა, სწორედ ეს ვერ აპატიეს"

23/11/2022 07:24:35 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ვარდების რევოლუციის" მე–19 წლისთავს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "19 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმს და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა".

"რევოლუციის შედეგად ჩამოშლილი ტერიტორია, სადაც კრიმინალების თარეში, კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს. ქართულ რეფორმებზე მსოფლიომ დაიწყო საუბარი. სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, რუსული ოცნების პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე. 2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს. თუმცა გვახსოვდეს – რაც უფრო გრძელი არის ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი“, – განაცხადა მელიამ.

დღეს 18:00-ზე თბილისსა და ბათუმში აქციებია დაგეგმილი.

ღონისძიების ორგანიზატორ „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის“ ინფორმაციით, ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას და „რუსული რეჟიმის დასრულებას“ მოითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S