Accentnews.ge
"ევროპული საქართველო" საქართველოს ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოსთან კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

"ევროპული საქართველო" საქართველოს ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოსთან კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

23/11/2022 16:56:12 პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" საპატრიარქოს მოუწოდებს, გაწყვიტოს ნებისმიერი სახის საჯარო და კერძო კავშირი ან კომუნიკაცია რუსეთის სახელმწიფოსა და მის კონტროლირებად ყველა ორგანიზაციასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით.

განცხადებაში, რომელიც პარტიამ დღეს, 23 ნოემბერს გაავრცელა, ნათქვამია, რომ პარტია გმობს საქართველოს საპატრიარქოსა და ცალკეულ მღვდელმთავართა კოლაბორაციონისტულ განცხადებებსა და საქმიანობას, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს ქმედებათა გამართლებისკენ და დანაშაულთა ნიველირებისკენ.

პარტია აღიარებს ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნისა და ურთიერთჩაურევლობის პრინციპებს, რომლებიც დღეს სრულად მოშლილი და დარღვეულია და ამავე დროს, მიიჩნევენ, რომ "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტს ქართული სახელმწიფოებრიობის და მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ და მასთან ნებისმიერ თანამშრომლობა არის მორალურად სრულად გაუმართლებელი."

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ რუსეთის პატრიარქისადმი გაგზავნილი მილოცვის წერილი დღეს გამოაქვეყნა მოსკოვის საპატრიარქომ. ილია მეორემ პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა.

კირილი მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის ომს. ის დიდი ბრიტანეთის მიერ შეყვანილია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S