Accentnews.ge
ვოლსკი: "ხაბეიშვილს როცა ეტყვი, დაწვება, მელია ეგეთი ადვილი დასამორჩილებელი არაა"

ვოლსკი: "ხაბეიშვილს როცა ეტყვი, დაწვება, მელია ეგეთი ადვილი დასამორჩილებელი არაა"

23/11/2022 20:37:53 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ "იმედის" ეთერში მიმოიხილა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირება და არხის მაყურებლებს ერთგვარი პერსონალური ანალიზი შესთავაზა.

"ყოველგვარი ხუმრობის და სარკაზმის გარეშე ვამბობ - ის, რაც ახლა ხდება [ენმ-ში - რედ.], ერთადერთი გზაა, ამას ალტერნატივა არ აქვს - ხაბეიშვილი როცა ეტყვი, გადადგება, როცა ეტყვი, დაწვება, როცა ეტყვი, კრივში ივარჯიშებს ...

ეს თემაა დამორჩილებული ადამიანი და მის გარშემო ყველა... ერთი რამე არ დავივიწყოთ, რომ ფინანსური რესურსის დეფიციტი გაჩნდა ამ ჯგუფში - აი, შენ მედია, რომელიც გამოასწორებს შენს ამ გოიმობას (მოდით, ეს ტერმინი გამოვიყენოთ), აი, შენ მედია, აი შენ თანხა და აი, ხალხის რაოდენობა, რომელიც შენ გარშემო იქნება და გააკეთებს იმას, რასაც ეტყვი.

რატომ ამოარჩიეს ჯგუფი? იმიტომ, რომ დამორჩილებულია. მელია რაც არის, ყველამ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეგრე ადვილი დასამორჩილებელი არ არის. ყველაფერზე წამსვლელი უნდა იყოს ადამიანი, რასაც ეტყვი. [ხაბეიშვილის შერჩევა] იყო ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი",– ამგვარად ხედავს მმართველი გუნდის დეპუტატი ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებასა და ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S