Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: "მივიჩნევ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს"

გერმანიის ელჩი: "მივიჩნევ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს"

24/11/2022 07:30:50 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს.

„მივიჩნევ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს, რადგან როგორც შედეგია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია პროცესიც. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვენეციის კომისია გადახედავს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მისი ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ურჩია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S