ჰერჩინსკი: "მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა"
24/11/2022 07:42:57 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
"დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ევროკავშირის 12 პუნქტიდან. ეს არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ამ კანონპროექტმა მეორე მოსმენა უკვე გაიარა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი გათვალისწინებული იყოს კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციები",- აცხადებს ჰერჩინსკი.
ევროკავშირის ელჩმა დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულების მნიშვნელობაზე საუბრისას განმარტა, რომ ეს ნიშნავს შექმნა ისეთი სისტემა, რაშიც არ იარსებებს ვინმეს პირადი ინტერესები და გავლენები პოლიტიკურ პროცესებზე:
"დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ევროკავშირმა ჩაწერა 12 პუნქტში. ეს არ არის მარტივი პირობა. მე ვიცი, რომ ამაზე კანონპროექტი მეორე მოსმენითაა მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი კომისიის რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული. ამ საკითხზე ისაუბრა კომისამა [ოლივერ] ვარჰეიმაც გასულ კვირას, თბილისში ვიზიტისას. საქართველოს გადასაწყვეტია როგორ განავითარებს ამ პროცესს. დეოლიგარქიზაცია ესაა ჩარჩოს, სისტემის შექმნა, რომლის ფარგლებშიც არ არსებობს პირადი არამართლზომიერი გავლენა პოლიტიკაზე. საქართველომ გადაწყვიტა ეს გააკეთოს კანონის მიღების გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონპროექტს გაგზავნიან დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და მათი რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული".
21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას მისი ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ურჩია.


