სააკაშვილის ადვოკატი – პრეზიდენტს: "გთხოვთ, აუდიენცია ჩანიშნოთ სწრაფად, რადგან დრო არ ითმენს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია"
24/11/2022 08:10:22 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეოილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს, რათა ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნოს. ხაჭაპურიძემ შესაბამისი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დატოვა.
"გთხოვთ აუდიენცია ჩანიშნოთ სწრაფად, რადგან დრო არ ითმენს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, მისი სიცოცოხლე აშკარად საფრთხეშია", - აღნიშნულია წერილში.
შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტს გააცნობს საექსპერტო დასკვნასაც, რომელიც ხვალ ან ზეგ უკვე ექნება.
"შეწყალებაზე არ მივმართავთ, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება და ვნახოთ, შევხვდებით, ვთხოვთ სასჯელის გადავადებას. წესით ამ საქმეს უნდა იხილავდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ეს რა თქმა უნდა, პრეცედენტია ქართულ მართლმსაჯულებაში ჯერ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუმცა მას როგორც თანამდებობის პირს, ულება აქვს მისი ნებისმიერი საქმე მოითხოვოს განხილულ იქნებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ", -განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის: მიხილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პრეზიდენტთან აუდიენციას ითხოვენ მედიკოსებიც. მათ შესაბამისი წერილი ადმინისტრაციაში დღეს დატოვეს.


