პრეზიდენტი: "მართლმსაჯულების რეფორმაა გზა, რომ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან"
24/11/2022 10:11:07 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველოში არ არსებობს ძლიერი ინსტიტუტები.
"ნათელია, რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმა ან მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი. მთავარი არის იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან. [...] ჩვენ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება. [...] ის ფაქტი, რომ ქართველმა დაწერა პირველი კონსტიტუცია, ეს ნიშანდობლივია და გვახსენებს იმას, სად ვიყავით და სად ვართ. ახლა ვართ პირველ ნაბიჯებზე, ვითომ დღეს დავიბადეთ და გვეუბნებიან, მოდით და იმუშავეთ ამ კუთხით. ჩვენ იქ ვიყავით, იქ უნდა დაბრუნდეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.


