Accentnews.ge
წულუკიანი: "ვიმედოვნებ, სააკაშვილის შეწყალების თაობაზე ზურაბიშვილის მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია"

წულუკიანი: "ვიმედოვნებ, სააკაშვილის შეწყალების თაობაზე ზურაბიშვილის მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია"

24/11/2022 14:34:34 პოლიტიკა

ვიცე–პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშრებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხი "მკვეთრად უარყოფითი" იყო და იგი იმეედოვნებს, რომ "ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“.

„საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან, ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი, ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – განაცხადა წულუკიანმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S