Accentnews.ge
ევროინტეგრაციის საკითხში საქართველოს პორტუგალიის მხარდაჭერა აქვს – პაპუაშვილი

ევროინტეგრაციის საკითხში საქართველოს პორტუგალიის მხარდაჭერა აქვს – პაპუაშვილი

25/11/2022 08:29:05 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის საკითხში საქართველოს პორტუგალიის მხარდაჭერა აქვს.

"გარდა ევროპული ინტეგრაციისა, პორტუგალია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია არაღიარების პოლიტიკაში პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან ურთიერთობაში. ამ მხრივ, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით პრაქტიკულ დახმარებას მათი მხრიდან და ესეც, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება", - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პორტუგალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. კომენტარი პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ავგუსტო სანტოს სილვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ მიაღწია შიდა კონსენსუსს ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

"ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბოლომდე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მე დადებითი შეფასება მივეცი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს, მათ შორის ევროკავშირთან, უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. აღსანიშნავია საქართველოს სწორად დაბალანსებული პოზიცია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საკითხების ირგვლივ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში. ამ ყველაფერს სათანადოდ ვაფასებთ პორტუგალიაში", - თქვა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S