Accentnews.ge
ხაზარაძემ „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის „წყალგამყოფი“ დაასახელა

ხაზარაძემ „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის „წყალგამყოფი“ დაასახელა

25/11/2022 09:56:01 პოლიტიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ისეთი რეაქციული ძალები დაუბრუნდებიან, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ა.შ.“, ვერც პირადად ის და ვერც „ლელო“ ენმ–სთან ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ დაინახავს.

„პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

„23 ნოემბერი, 2003 წელი. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“,– დაწერა სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილმა, რამაც და ასევე ენმ–ში მიმდინარე მოვლენებმა გააჩინა განცდა, რომ ის კვლავ ბრუნდება პოლიტიკაში.

ვრცელდება ცნობები, რომ მათ შორის, მერაბიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს. თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს ნიკა მელიაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S