სტოლტენბერგი: "არსებითი პაკეტის" ფარგლებში ნატო–მ უკრაინას, მათ შორის "დრონების" საწინააღმდეგო აღჭურვილობა მიაწოდა"
25/11/2022 11:47:12 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსმა უკრაინას რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებისგან თავის დასაცავად ჩამხშობი მოწყობილობები გადასცა. ამის შესახებ მან ნატო–ს მინისტერიალის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"მოკავშირეები კიევს უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ. გარდა ამისა, ნატო–მ "არსებითი პაკეტის" ფარგლებში უკრაინას საწვავი, სამედიცინო, ზამთრის და "დრონების" საწინააღმდეგო აღჭურვილობა მიაწოდა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტების, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაც.


