Accentnews.ge
წულუკიანი: "მრავლად გამოუჩნდა გელათს გულშემატკივრად არამკითხე მოამბე თეორეტიკოსები"

წულუკიანი: "მრავლად გამოუჩნდა გელათს გულშემატკივრად არამკითხე მოამბე თეორეტიკოსები"

25/11/2022 13:37:07 პოლიტიკა

კულტტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მრავლად გამოუჩნდა გელათს გულშემატკივრად არამკითხე მოამბე თეორეტიკოსები".

„რამდენი ადამიანიც არის, იმდენი თეორიული მოსაზრებაა და ამ ქვეყანაში, პრაქტიკოსები არიან ძალიან ცოტა. გელათზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გაჩერებული არის იმიტომ, რომ ძალიან იმძლავრა იმ ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც თვლის, რომ ის, რაც გაკეთდა 2021 წლის მარტიდან 2022 ზაფხულისა და სექტემბრის ჩათვლით, იწვევს კითხვის ნიშნებს მეთოდოლოგიის კუთხით და რომ სჯობს დაველოდოთ იუნესკოს მისიას ნოემბრის ბოლოს. მე ღიად მინდა ვთქვა, რადგან თქვენი ეთერის ჩანაწერი ისტორია დარჩება – მე ამას არ ვეთანხმები, ეს არ იყო შესაჩერებელი. ჩვენ შევჩერდით სექტემბერში, ნოემბრის ბოლოს ჩამოვა „იუნესკოს“ მისია, მაგრამ ისინი უკვე გვატყობინებენ, რომ დასკვნას ვერ დადებენ იანვრის ბოლომდე. ეს ნიშნავს რომ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ. ეს დაუშვებელი მგონია, მაგრამ იყო მოთხოვნა, რომ გავჩერებულიყავით და ჩვენ იძულებული გავხდით, რომ გაგვეზიარებინა”, – განაცხადა წულუკიანმა "იმედის" ეთერში.

მისი თქმით, მან გაიზიარა „იუნესკოს“ ექსპერტების მოსაზრება:

„ბევრი თეორეტიკოსი გამოჩნდა, რომლებმაც თქვა, რომ მოდი, დაველოდოთ, ვუყუროთ როდის გამოშრება და ამ ყურებაში არაერთი ფრაგმენტი ჩამოცვივდა და მაშინ მივხვდი მე, რომ ამ ადამიანებს არ უნდა დავუჯერო, თუკი ვარ პასუხისმგებლიანი. ყველაზე გადამწყვეტი იყო „იუნესკოს“ ექსპერტების მიდგომა, რომლებმაც თქვეს, რომ ან ამას უყურებთ და ამას კარგავს საქართველო, ან გადავდივართ, რეანიმაცია რასაც ჰქვია, იმ ეტაპზე, ანუ რისი გადარჩენაც შეძლება გადავარჩინოთ".

რატომ არ არის საჯარო საპატრიარქოს მიერ მოწვეული ამერიკელი ექსპერტების დასკვნა? – ამ კითხვაზე კულტურის მინისტრი პასუხობს, რომ ეს სახელმწიფოს დასკვნა არაა და მას არ ეკუთვნის:

„ამ დასკვნის მესაკუთრე მე არ გახლავართ, სახელმწიფო არ არის ამის მესაკუთრე. ეს დასკვნა დაუკვეთა საქართველოს საპატრიარქომ, შესაბამისად, თუ საპატრიარქო ჩათვლის საჭიროდ, გამოაქვეყნებს. რა თქმა უნდა, ვიცნობ ამ დასკვნას. საპატრიარქომ მოიწვია, მათვე დააფინანსეს, მათი სურვილი იყო გადაემოწმებინათ ის, რაც კეთდება. რეალურად ამ დასკვნაში არაფერი საგანგაშო არ არის, „იუნესკოს“ ექსპერტებმა თქვეს იგივე”.

მისი თქმით, ნოემბრის ბოლოს ჩამოვლენ „იუნესკოს“ ექსპერტები. მათ ელოდებიან იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, როგორ გაგრძელდეს სამუშაოები.

გუშინ რუსთაველის ძეგლთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით აქცია სახელწოდებით „გელათის გადასარჩენად“ გაიმართა. დემონსტრანტები მთავარი მოთხოვნები იყო: დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი; დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს პროცესთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია და პროცესშიმაღალი დონის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ჩაერთონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S