ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსახნახულებლად მივიდა
28/11/2022 08:29:15 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" მივიდა.
"დიდი ხანია მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგურალურად მოდიოდნენ და ნახულობდნენ, საქმის კურსში ვიყავით. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მის ჯანმრთელობაზე, მე მივიღე გადაწყვეტილება პირადად გავეცნო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს", - განაცხადა ლომჯარიამ კლინიკაში შესვლამდე


