დეგნანი: "აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნოს"
28/11/2022 10:26:12 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნოს".
"ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია. ეს კანონმდებლობის ძალიან კომპლექსური და ახალი სფეროა. სწორედ ამიტომ აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.


