Accentnews.ge
მელია: "დღეს სააკაშვილის გამოჩენა დაადასტურებდა, რომ მისი მდგომარეობა დრამატულად გაუარესებულია, ეს არ უნდოდა ხელისუფლებას"

მელია: "დღეს სააკაშვილის გამოჩენა დაადასტურებდა, რომ მისი მდგომარეობა დრამატულად გაუარესებულია, ეს არ უნდოდა ხელისუფლებას"

28/11/2022 12:47:36 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დღეს რომ ხელისუფლებას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისივე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა, საზოგადოება კარგად დაინახავდა რეალურად რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი.

მელიას თქმით, სწორედ ამ მიზნით არ გადაიყვნაეს "ვივა მედიდან" სასამართლოში მესამე პრეზიდენტი.

"დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოჩენა დაადასტურებდა რამდენიმე უცხოელი პროფესორი აკადემიკოსის დასკვნას, რომელიც უკვე მატერიალურ სახით მოცემულია და საუბრობს მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის , ქართული სამედიცინო წარმომადგენლების დასკვნებს, იმ ადამიანების მიერ გამოტანილი ცნობებს, ვისაც აქვს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, რომ მისი მდგომარეობა ციხიდან ჰოსპიტალ "ვივა მედში" გადაყვანის შემდეგ, არის დრამატულად გაუარესებული, რაც თავისთავად არის პარადოქსი. ადამიანი ციხიდან ჰოსპიტალში გადაგყავდეს და მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდებოდეს, ე.ი ადამიანის მდგომარეობ არის უმძიმესი. ეს ყველაფერი არ უნდოდა ხელისუფლებას, რომ საზოგადოებას ეხილა და დარწმუნებულიყო სიმართლეში. ამ შემთხვევაში, მისი პროპაგანდისტული მცდელობები, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით, რომ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე უტრირებს, რა თქმა უნდა, ჩაბარდებოდა წარსულს და იქნებოდა არაეფექტური", – აცხადებს მელია.

მისი თქმით, თუ სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობაზე სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, უარს იტყვის, ეს იქნება ვერდიქტი მესამე პრეზიდენტის მიმართ, თუმცა პროცესები ქვეყანაში, მელიას განცხადებით, "ძველებურად ვეღარ გაგრძელდება":

"უახლოეს დღეებში, ჩვენ ვიცით, რომ დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მათ ხელთ არსებული დასკვნებით და მოითხოვენ მიხეილს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას. თუკი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი სასამართლო იტყვის, რომ ადამიანი არის ჯანმრთელი, მიუხედავად იმისა, ვინ საუბრობს და რა დასკვნებია მოცემული , ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ მიხელ სააკაშვილს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებლი და ის უნდა განაგრძობდეს "მკურნალობას" ვივა მედში, ეს იქნება ვერდიქტი, გამოტანილი მოსამართლის მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა მოკვდეს ნელი სიკვდილით იქ, სადაც ჰყავთ გამოკეტილი".

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდი უნდა განეხილათ კვლავ გადაიდო. სხდომას ბრალდებული არ დასწრებია. სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და ექს–პრეზიდენტის საზღავრგარეთ გადაყვანას მოითხოვს. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S