Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს

28/11/2022 15:38:54 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან.

მისი თქმით, ეს კანდიდატები არიან: ანა ბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.

"მოგეხსენებათ, სულ იყო 19 კანდიდატი. აქედან სამმა მოხსნა კანდიდატურა, ერთი საერთოდ არ გამოცხადდა კომიტეტში. ბუნებრივია, ამ ადამიანებზე მსჯელობას არ და ვერ გავაგრძელებდით. დარჩენილი კანდიდატებიდან, შვიდ მათგანთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია. შეიძლება, ითქვას, რომ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, უმრავლესობის ჩათვლით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ჩათვლით, თუ არ უჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, ბუნებრივია, ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას აზრი არ აქვს. შესაბამისად, მათემატიკური დათვლითაც კი, გნებავთ დავარქვათ თეორიული შანსი, რჩება რვა კანდიდატი, რომლებზეც უმრავლესობა გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან. უმრავლესობის გადაწყვეტილებითვე, გაგაცნობთ მათ სახელებს და გვარებს. ესენი არიან: ანა ბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ გამორიცხვის ხსენებული მეთოდით, მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S