ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია"
28/11/2022 17:30:35 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "პოზიტიურ ნაბიჯად" აფასებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, დოკუმენტი განსახილველად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება:
„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.


