Accentnews.ge
"დროა": "ჩნდება ეჭვი, რომ სააკაშვილის არდაშვება სასამართლოზე "ოცნების" მცდელობაა, დამალოს მისი მდგომარეობა"

"დროა": "ჩნდება ეჭვი, რომ სააკაშვილის არდაშვება სასამართლოზე "ოცნების" მცდელობაა, დამალოს მისი მდგომარეობა"

28/11/2022 18:20:23 პოლიტიკა

პარტია "დროა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის არდაშვება სასამართლო სხდომაზე წარმოადგენს "ქართული ოცნების" მცდელობას, დაუმალოს საზოგადოებას პრეზიდენტის რეალური მდგომარეობა:

"დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გადაიდო. მიუხედავად პრეზიდენტის სურვილისა, დასწრებოდა სხდომას, საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა მისი გადაყვანის უფლება არ გასცა. მიზეზად პრეზიდენტის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა დასახელდა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას ხელისუფლებაც აღიარებს, თუმცა, ჩვეული ცინიზმით კვლავ უარს ამბობს მის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაზე. "ქართული ოცნების" მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ კლინიკა „ვივამედში“ საკმარისი რესურსი არსებობს პრეზიდენტის მკურნალობისათვის, თუმცა ცხადია, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ჩნდება ეჭვი, რომ სააკაშვილის არდაშვება სასამართლო სხდომაზე წარმოადგენს ქართული ოცნების მცდელობას, დაუმალოს საზოგადოებას პრეზიდენტის რეალური მდგომარეობა.

პარტია "დროა" მომხდარ ფაქტს უკიდურესად საგანგაშოდ თვლის და მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივი გადაყვანაა".

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდი უნდა განეხილათ კვლავ გადაიდო. სხდომას ბრალდებული არ დასწრებია. სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და ექს–პრეზიდენტის საზღავრგარეთ გადაყვანას მოითხოვს. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S