ნატო-ს მინისტერიალს, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება
29/11/2022 06:06:06 პოლიტიკა
დღეს და ხვალ ბუქარესტში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც, მათ შორის საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.
ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მინისტერიალზე განიხილავენ უკრაინის ისევე, როგორც რუსეთის ზეწოლის წინაშე მდგარი სხვა პარტნიორების - ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერის გზებს.
„აქ, ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა შეხვედრის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.


