Accentnews.ge
კრამერი: "პრობლემა "ოცნებაა", პრობლემა ოლიგარქი ივანიშვილია, დროა, დავაწესოთ ინდივიდუალური სანქციები"

კრამერი: "პრობლემა "ოცნებაა", პრობლემა ოლიგარქი ივანიშვილია, დროა, დავაწესოთ ინდივიდუალური სანქციები"

29/11/2022 07:30:50 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების გადახედვა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა უფრო მოსალოდნელია, რომ აშშ-მა კონკრეტული ზომები კონკრეტული პირების მიმართ მიიღოს.

მისი თქმით, "პრობლემა "ოცნებაა", პრობლემა ოლიგარქი ივანიშვილია, დროა, დავაწესოთ ინდივიდუალური სანქციები".

"ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ისაა, რომ ქართველი ხალხი რჩება ნატო–ს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების მომხრედ. პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს. ასე რომ, სრულიად არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ დროა, დავაწესოთ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან მკაფიო მინდა ვიყო, სანქციები არა საქართველოს წინააღმდეგ, არა ქართველების წინააღმდეგ, არამედ ცალკეული ქართველების წინააღმდეგ, რომლებსაც ვფიქრობ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. ჩვენ გვინდა, წარმატებული საქართველო ვიხილოთ, მაგრამ მთავრობა და ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს და სულ უფრო აშორებს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმის. ვფიქრობ, დროა ვთქვათ, ეს საკმარისია",- აცხადებს კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S