Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომით არ დაგვვიწყებია სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, დაშინებისა და აგრესიის წინაშე დგანან"

სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომით არ დაგვვიწყებია სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, დაშინებისა და აგრესიის წინაშე დგანან"

29/11/2022 08:33:17 პოლიტიკა

უკრაინაში ომით არ დაგვვიწყებია სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, დაშინებისა და აგრესიის წინაშე დგანან, ეს ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოდან, მოლდოვადან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან იმ საფრთხეების განსახილველად, რომელთა წინაშეც დგანან.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ ვხვდებით უკრაინელ კოლეგას ისევე, როგორც პარტნიორებს საქართველოდან, მოლდოვადან და ბოსნია-ჰერცეგოვინადან - იმისთვის, რომ განვიხილოთ საფრთხეები, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მათი მედეგობისთვის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის, რათა უკეთ შეძლონ თავის დაცვა. თუკი ისინი უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S