სტოლტენბერგი: "ნატო-ს კარი ღიაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც"
29/11/2022 09:07:10 პოლიტიკა
ნატო–ს გენმდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია.
„ნატო-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღებით მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ნატო-ს 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნების გადასაწყვეტია. როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მას უნდოდა ნაკლები ნატო თავის საზღვრებთან და მიიღო საპირისპირო. მან მიიღო ნატო-ს ჯარების მეტი წარმოდგენილობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ის ნახავს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. ასე რომ, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ნატო-ს კარი ღიაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და ეს იყო ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ნაწილი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


