Accentnews.ge
კობახიძე – სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე: "პოლიტიკური კომენტარები ვერ გაკეთდება”

კობახიძე – სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე: "პოლიტიკური კომენტარები ვერ გაკეთდება”

29/11/2022 09:30:24 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები მიიღებენ.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილს გუშინ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ხელისუფლებას შეეშინდა საზოგადოების რეაქციის, თუ ხალხი სააკაშვილს მძიმე მდგომარეობაში ნახავდა.

„სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სასჯელაღსრულებისა და შესაბამისი დაწესებულების ფუნქცია. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კომენტარები, ბუნებრივია, ვერ გაკეთდება. შესაბამის ზომებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და სამედიცინო დაწესებულებები. პატიმრების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები და ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე. პატიმრის უფლებები დაცულია საქართველოში“,- განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S