Accentnews.ge
დეკანოიძე: "თუ ჩვენ სპეკულაციას ვეწევით, რატომ მითხრა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, რომ მისი გადაყვანა სასამართლოში არ შეიძლებოდა?"

დეკანოიძე: "თუ ჩვენ სპეკულაციას ვეწევით, რატომ მითხრა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, რომ მისი გადაყვანა სასამართლოში არ შეიძლებოდა?"

29/11/2022 09:39:11 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "ქვეყანას მომავალი არ ექნება, თუ პოლიტიკური შურისძიების შედეგად საქართველო დაკარგავს მესამე პრეზიდენტს". ამის შესახებ მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კითხვით მიმართა, "თუ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბარი სპეკულაციაა, გუშინ რატომ ვერავინ ვერ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ სააკაშვილის სასამართლომდე ტრანსპორტირება განეხორციელებინა?"

"სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებს, დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას არ აქვს მომავალი თუ საქართველოში კვლავ იქნება პოლიტიკური შურისძიება, არ აქვს მომავალი თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოკვდება იმ ჰოსპიტალში, რომლშიც ის დღეს იმყოფება. ძვირფასო მეგობრებო, უმრავლესობის წარმომადგენლობა, თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამტკიცებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ცუდად და მისი ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი საუბრები ან ის რაზეც ექიმები საუბრობდნენ იყო პოლიტიკური სპეკულაცია. გუშინ მისმა მკურნალმა ექიმმა მე მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება „ვივამედიდან“ სასამართლომდე არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ის არის ძალიან ცუდად და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას თვითონ სამედიცინო დაწესებულება, რომ ამ მცირე მონაკვეთში რამე სახის ლეტალური შედეგი არ დადგებოდა. და ეს არ არის ჩვენი დანიშნული ექიმი, ეს არ არის ოჯახის დანიშნული ექიმი და ეს არ არის ექიმი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე პარტიას საქართველოში, ეს მითხრა მისმა მკურნალმა ექიმმა. ამ ადამიანმა დაკარგა 40 კილოგრამი ჰოსპიტალში. ამ ადამიანს აღენიშნება ყველა კიდურის ტრემორი. ეს ადამიანი არის სიკვდილის პირას და არ აქვს დიაგნოზს მნიშვნელობა. თუ ჩვენ სპეკულაციას ვეწევით და ხატია დეკანოიძე იქიდან გამოსული, სპეკულაციას ეწევა, რატომ მითხრა მე მისმა მკურნალმა ექიმმა, რომ ამ ადამიანის გადაყვანა სასამართლოში არ შეიძლებოდა? მე არ მინდა, ჩემი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს პოლიტიკური შურისძიების მორევში. ჩვენ მომავალი არ გვექნება! მე, მაგალითად, ნამდვილად არ მინდა ივანიშვილი ამ მდგომარეობაში ვიხილო“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S