Accentnews.ge
კობახიძე: "მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე ერთმანეთზე უინტელექტო და სამარცხვინოა"

კობახიძე: "მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე ერთმანეთზე უინტელექტო და სამარცხვინოა"

29/11/2022 09:49:29 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებით პარტია სუსტდება და ეს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის კარგია.

როგორც მანაღნიშნა, „საზოგადოება ნახავს, თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს“.

„ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის ეს პროცესი. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, არის ის, რომ „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი და პარტია თანდათან სუსტდება, რაც ძალიან კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. არის სამი კანდიდატი ამ პოლიტიკურ პარტიაში და სამივე არის ერთმანეთზე უინტელექტო, ერთმანეთზე ოდიოზური და ერთმანეთზე სამარცხვინო. ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიას და მუმლაძეს. საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს. საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S