Accentnews.ge
"უკრაინასა და საქართველოს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ და ისინიც თუ მზად არიან, მაშინ იქნებიან ჩვენ გვერდით"

"უკრაინასა და საქართველოს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ და ისინიც თუ მზად არიან, მაშინ იქნებიან ჩვენ გვერდით"

29/11/2022 10:06:14 პოლიტიკა

უკრაინასა და საქართველოს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ და ისინიც თუ მზად არიან, მაშინ იქნებიან ჩვენ გვერდით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ბუქარესტში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია, რომლის თანახმად, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრი გახდებიან.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რა ფორმით მოხდება გაწევრიანება და რა ვადებში ამ ეტაპზე არ იცის.

„ჩვენ უნდა ვუთხრათ უკრაინას და საქართველოს, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინას, დასავლეთ ბალკანეთს, რომ ჩვენ მზად ვართ და თუ ისინიც მზად არიან, მაშინ იქნებიან ჩვენ გვერდით. ეს არის ბუქარესტის სულისკვეთება, რომ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, იოცნებოს საკუთარ მომავალზე, იბრძოლოს ამ მომავლისთვის და ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი გადაწყვეტილებით არის ჩვენი ადგილი. რუსეთმა განაცალკევა საკუთარი თავი ცივილიზებული ევროპისგან. უკრაინა იქნება ცივილიზებული ევროპის ნაწილი და ჩვენ ამას ვაკეთებთ. რა ფორმით მოხდება და რა ვადებში, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ჩვენ გვერდით იქნებიან. სწორედ იქ არის უკრაინის, მოლდოვისა და ყველა იმ სახელმწიფოს ადგილი, რომელმაც საკუთარი გეზი თავად აირჩია. ეს გახლავთ ბუქარესტის სულისკვეთება“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S