Accentnews.ge
კობახიძე – სააკაშვილის შესახებ: "ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე?"

კობახიძე – სააკაშვილის შესახებ: "ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე?"

29/11/2022 09:38:25 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას გაიხსენა უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს ციხიდან ეტლით გამოსვლა, რაც მისი აზრით, "მარტივი სიმულაცია" იყო.

"მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა კალიასკით, მანამდე იყო უამრავი სიმულაცია, ეტლით უკაცრავად, გამოვიდა ეტლით და ეს იყო მისი პირველი და ბოლო მისი გამოჩენა ეტლით, მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმოშენკო ეტლიდან, რატომ? იყო მარტივი სიმულაცია. ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან ჩვენ საქმე ამ შემთხვევაშიც?" - განაცხადა კობახიძემ.

მან ოპოზიციის დეპუტატებს მიმართა, რომ "ვერაფერს ამბობენ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზზე, ასევე იმაზე, ემორჩილება თუ არა ის ექიმების მიერ დანიშნულ მკურნალობას, ასეთ პირობებში კი ყველაფერი რასაც საუბრობენ სიმულაციაა".

მისი თქმით, ამ კითხვებზე პასუხია გასაცემი პირველ რიგში დიაგნოზით. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიერ დაანონსებული "ცხელი შემოდგომა" ვერ შედგა და ახლა ისინი ისევ მიხეილ სააკაშვილს მიუბრუნდნენ, რომელიც "ქვეყნის ასარევად ბოლო იმედია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S