Accentnews.ge
ხერხეულიძე – ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქციის შესახებ: “არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”

ხერხეულიძე – ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქციის შესახებ: “არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”

29/11/2022 12:17:34 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, თანაპარტიელ ლევან ხაბეიშვილის მიერ აქციის დაანონსება მიზანშეწონილად არ მიაჩანია.

ხერხეულიძის თქმით, თავად ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ იგი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებული იყოს.

"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან. მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული. მე ლევანთან [ხაბეიშვილთან] არ მქონია [კომუნიკაცია] ლევანმა წუხელ გვიან გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. მე დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც მე დღეს ვნახე ამ ემოციების ფონზე გაკეთდა, იმ წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი, ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს", - განაცხადა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის: ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს 15:00 საათზე "ოცნების" ოფისთან აქცია დააანონსა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S