ბლინკენი: "შავი ზღვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ყველა ჩვენგანისთვის, რეგიონში გვყავს, მათ შორის ახლო პარტნიორები უკრაინა და საქართველო"
29/11/2022 13:54:03 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად ნატო-სთვის, ამ ნაწილში ჩვენ გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც ამავდროულად, ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო", – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, რუსეთმა შავი ზღვა ომის ზონებად დაყო.
„ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს, რომლის მსგავსიც წლების განმავლობაში არ გვინახავს. [...] ჩვენ გავაძლიერებთ ნატო-ს წარმომადგენილობას შავიდან ბალტიის ზღვამდე და ამ კუთხით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე ნატო-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია. მარტივად რომ ვთქვათ, შავი ზღვა არის ნატო-ს თავდაცვითი სტრატეგიის კრიტიკული კომპონენტი“, – განაცხადა ბლინკენმა.


