იან კელი: "საქართველოს ხელისუფლება ხალხს ცრუ არჩევანის წინაშე აყენებს"

29-11-2022 20:24:55 პოლიტიკა

აშშ-ის ყოფილი ელჩის საქართველოში იან კელის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცრუ არჩევანის წინაშე აყენებს ხალხს და ამ ნარატივის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. ამის შესახებ კელიმ 29 ნოემბერს ევროპარლამენტში, კონფერენციაზე „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

„არასდროს შემხვედრია [ქართველებზე] უფრო ინსტინქტურად პროამერიკული, პროდასავლური ხალხი. ასე რომ, ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია, ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რომ მთავრობა თითქოს ცრუ არჩევანის წინაშე აყენებს ხალხს. ან მხარი დაუჭირეთ "ქართულ ოცნებას" და მშვიდობის შენარჩუნებას, ან მხარი დაუჭირეთ მათ დასავლეთში, ვისაც ჩვენი ომში მიგვიძღვებიან. ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც ცრუ არჩევანი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ, რადგან ეს სიცრუეა!“ - განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელი უკრაინაში ომის დაწყებიდან ამტკიცებდა, რომ დასავლეთში არიან ადამიანები, რომელთაც საქართველოს ომში ჩათრევა სურს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები