ჭიაბერაშვილი: "შევწყვიტე ფიქრი ენმ-ის თავმჯდომარეობაზე, დაწყნარდით"

30-11-2022 10:04:08 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.ენმ–ის თავმჯდომარის პოზიციაზე კენჭისყრას არ აპირებს.

„შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით. არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ ერთად დაენახეთ ხალხს, აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება, არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული დამარცხებულს და დამარცხებული გამარჯვებულს გაუწვდის ხელს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა „მთავარი არხის" ეთერში.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და პოლიტიკა 2021 წლის დასაწყისში დატოვა, ჯერ ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში თქვა, ხოლო შემდეგ „ფეისბუქში" პირად გვერდზე დაწერა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობდა.

ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები