რინკევიჩსი: "პარტნიორი ქვეყნებისადმი მთავარი გზავნილი იქნება, რომ მზად ვართ, დაგეხმაროთ, თუმცა თქვენზე ბევრია დამოკიდებელი"

30-11-2022 10:57:57 პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ ნატო მზადაა, დაეხმაროს, მათ შორის პარტნიორ ქვეყნებს, თუმცა ბევრია დამოკიდებელი თავად ამ სახელმწიფოებზე.

"მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი და ვუჭერ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებზე. ყველამ გაიხსენა, რომ უკრაინასა და საქართველოს დაჰპირდნენ, რომ ისინი გახდებიან ნატო-ს წევრები. ახლა დიდი კითხვა არის ის, როგორ პოლიტიკურ გეგმავს ვამზადებთ, ამ დაპირების შესასრულებლად, რომელიც 14 წლის წინ აქ გაკეთდა. მთავარი გზავნილი პარტნიორი ქვეყნებისადმი იქნება ის, რომ მზად ვართ დაგეხმაროთ გააძლიეროთ თქვენი მედეგობა, დაგეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენზე ბევრია დამოკიდებელი", – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუქარესტში.

შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში 29–30 ნოემბერს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელშიც მათ შორის საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები