რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ვაგრძელებთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას"

30-11-2022 11:13:22 პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუს განცხადებით, ქვეყანა მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ მან ბუქარესტში განაცხადა.

"ჩვენ ვაგრძელებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის მხარდაჭერას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც პირობები შესრულდება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ მიზანს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლახან, საქართველოს პრეზიდენტის ბუქარესტში ვიზიტის დროს გავზარდეთ ურთიერთობის დონე და სტრატეგიული პარტნიორობის დონე საქართველოსა და რუმინეთს შორის“, -განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში 29–30 ნოემბერს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელშიც მათ შორის საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები