ევროკომისიის შეფასებით, უკრანისთვის ომით მიყენებული ზარალი 600 მლრდ ევროს უტოლდება

30-11-2022 13:51:22 პოლიტიკა

ევროკომისიის შეფასებით უკრანისთვის ომით მიყენებული ზარალი 600 მლრდ ევროს უტოლდება. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

"პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულისთვის. რუსეთმა ასევე ფინანსურად უნდა აანაზღუარის იმ ნგრევის საფასური, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისადმი მიყენებული ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს. რუსეთსა და მის ოლიგარქებს უკრაინაში ზარალის ანაზღაურება და ქვეყნის აღდგენის ხარჯების დაფარვა მოუწევთ. და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთმა გადაიხადოს. ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების კუთვბილი 19 მილიარდი ევრო“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია პარტნიორებთან ერთად შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც ამ სახსრებს მართავს და შემდეგ შემოსავალს უკრაინას მოახმარს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები