სტოლტენბერგი: "მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მხარდაჭერა ნატო–ს სამი ღირებული პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ"
30/11/2022 12:03:39 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მხარდაჭერა ალიანსის სამი ღირებული პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ". ამის შესახებ მან ბუქარესტში ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შემოგვიერთდნენ ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები. ნატო–ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხები და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების გზები. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მიზნობრივი მხარდაჭერა, მათ შორის შესაძლებლობების განვითარების, რეფორმებისა და ტრენინგის სფეროებში, რათა ხსენებულმა ქვეყნებმა გააუმჯობესონ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტები", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში ნატო–ს მინისტერიალი 29–30 ნოემბერს გაიმართა.


