Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უკრაინის ომისგან ვისწავლეთ არის ის, რომ დავეხმაროთ, მათ შორის  საქართველოს ახლავე"

სტოლტენბერგი: "გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უკრაინის ომისგან ვისწავლეთ არის ის, რომ დავეხმაროთ, მათ შორის  საქართველოს ახლავე"

30/11/2022 12:40:57 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "გაკვეთილი, რომელიც ალიანსმა უკრაინის ომისგან ისწავლა არის ის, რომ დაეხმარონ, მათ შორის საქართველოს ახლავე". ამის შესახებ მან ბუქარესტში ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, აქ ძალიან სიამოვნებით მიიღეს. ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა ჩვენი სამივე პარტნიორის მიმართ. ვფიქრობ, გაკვეთილი, რაც ჩვენ უკრაინის ომისგან ვისწავლეთ არის ის, რომ დავეხმაროთ მათ ახლავე. უმჯობესია, დავეხმაროთ მათ ახლავე, ვიდრე მაშინ, როცა დავინახავთ, რომ მოვლენები აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც დავინახეთ უკრაინაში შეჭრით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრი. მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება შემდგომი დახმარების შესახებ, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება საქართველოსთან. ამასთან, ყველა მოკავშირემ გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას და საქართველოსთან ერთად მუშაობას მხარდაჭერის "არსებითი პაკეტის" შესასრულებლად, რომელიც შევათანხმეთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S